logo
ENG



ელისაშვილი: ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დავასრულეთ, მზად ვართ, "ოცნებას" საჯაროდ შევხვდეთ

21 იან 202113:40
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი: ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დავასრულეთ, მზად ვართ, "ოცნებას" საჯაროდ შევხვდეთ

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ასრულებს.

ის ქართულ ოცნებას მიმართავს და აცხადებს, რომ საჯაროდ შეხვედრისთვის მზადაა.

"ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის მოქალაქეების სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა, არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში.

ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო ქართულ ოცნებას - ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად", - წერს ელისაშვილი Facebook-ზე.

ალეკო ელისაშვილსა და სხვა ოპოზიციონერებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძახა, რაც ის და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპიდნენ. ამის შემდეგ ხაზარაძემ თქვა, რომ ოპოზიციის საერთო შეკრებაზე ელისაშვილი ვეღარ მივა, სხვა ოპოზიციონერებმა კი განაცხადეს, რომ ელისაშვილთან ლაპარაკს აღარ აპირებენ.


close დახურვა